top of page
Writer's pictureZala Restaurant & Cellar

ზალა რესტორანი- გაცოცხლებული ეპოქა ვერის ძველ სახლში



ჩვენი ქვეყანა სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანი და მდიდარია. თუმცა ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს საფუძვლიანად იცნობენ, ე.წ. რესტორატორები, არც ისე ბევრი გვეგულება.

რესტორატორის პროფესია თავის თავში აერთიანებს, როგორც ბიზნეს უნარების ფლობას, ასევე რესტორნისთვის საჭირო ტექნიკური დეტალების ცოდნას. თუმცა მთავარი ამ პროფესიაში არის დახვეწილი კულტურა და გემოვნება.

ჩვენი ინტერვიუს ერთ-ერთი მონაწილე ზუსტად ასეთი რესტორატორია - ზურაბ ბაქრაძე, არა ერთი რესტორნისა და სარესტორნო ქსელის მენეჯერი და ამ სფეროში გამოცდილი პერსონაა.

სწორედ მისი ინიციატივით, ამ წლის დასაწყისში, მოხდა ზალა რესტორნის რებრენდინგი.

რესტორნის კონცეფცია და ინტერიერის ვიზუალური სრულად შეიცვალა. განახლებული ზალა რესტორანი - ეს არის წარსული ეპოქის დაბრუნება, პირდაპირი შეხება ისტორიასთან. ზალას შენობაში საუკუნის წინ განთავსებული იყო ქალთა პანსიონატი. ეს არის ადგილი, რომელიც ინახავს გასული საუკუნის ძველ არისტოკრატიულ სულს.

გარემოს, სიძველესა და დახვეწილობას მატებს, მიწის ქვეშ აღმოჩენილი თაღებიანი ღვინის საცავი, რომელიც ამჟამად ეპოქალური მარნის სახელით მასპინძლობს ზალა რესტორნის სტუმრებს.

ზალა რესტორანი ეს არის ქართული სულით, ქართული მასპინძლობით, ქართული ტრადიციული კერძებითა და ქართული მუსიკით გაჟღენთილი ადგილი. სიძველე, რომელსაც ფაქიზად დაკრავს სიახლის ელემენტები.

განახლებული ზალა რესტორნის დიზაინის იდეისა ავტორი და განმახორციელებელი არის ზურა ბაქრაძის დიდი ხნის მეგობარი და ამავე დროს ცნობილი ქართველი დიზაინერი, თინათინ მაღალაშვილი.

თინათინ მაღალაშვილი დეტალურად მოგვიყვება თუ რა გზა გაიარა ორმა ხელოვანმა ადამიანმა ამ მეტად საინტერესო და შთამბეჭდავი პროცესის დროს.




1) საიდან წამოვიდა შენი და ზურას თანამშრომლობის იდეა?

ჩემი და ზურას მეგობრობა წლების წინ დაიწყო. ჩვენ არაერთ პროექტზე გვითანამშრომლია ერთად.

პირველი თანამშრომლობა შედგა, ზურა ბაქრაძის როგორც რესტორატორის და ჩემი, როგორც ტანსაცმლის დიზაინერის. ამ თანამშრომლობის შედეგად შევქმენით უნიფორმის დიზაინი ერთ-ერთი დიდი რესტორნისთვის. შემდეგ მოჰყვა ერთ-ერთი მსხვილი სარესტორნო ქსელის უნიფორმები, ინტერიერის კუთხით ჩემი ჩართულობა და ზუსტად მაშინ დაინახა ზურამ ჩემი, როგორც ინტერიერის დიზაინერის შესაძლებლობები. მისმა ნდობამ ჩემ მიმართ, მომცა საკუთარი თავის რწმენა. მან აღმოაჩინა ჩემში ინტერიერის დიზაინერი, მიუხედავად იმისა, რომ სამხატვრო აკადემიაში არქიტეტურის ფაკულტეტი დავამთავრე. 2) რა იყო ზურას შეთავაზებების მთავარი გამოწვევა?

ჩემი ცხოვრების სტილი გამოწვევების მიღებაა. მიყვარს მრავალფეროვანი და სირთულეებით სავსე ცხოვრება. ზურას შემოთავაზებაში არ იყო სირთულეები, მაგრამ მთავარი გამოწვევა იყო მისი ბრმა ნდობა ჩემ მიმართ. ამავდროულად მომეცა სტიმული, რომ გამეცოცხლებინა ის ემოციები, რაც ჩემი ცხოვრების მთავარი ნოსტალგია იყო.




დავიწყეთ მუშაობა პროექტზე, რომელიც უფრო მეტი გამოწვევებით იყო სავსე, ვიდრე გვეგონა; ამან კი უფრო დიდი ინტერესი გააღვივა ჩვენში. 3) თუ გაჩნდა წინააღმდეგობები , რამაც გაფიქრებინა, რომ სასურველ შედეგს ვერ მიიღებდით?

როგორც უკვე აღვნიშნე, გამოწვევები და წინააღმდეგობები ჩემი ცხოვრების სტილია. საქმის სირთულე ძალას მმატებს და მაფიქრებინებს, რომ შეუძლებელი არაფერია. ზალა რესტორნის პროექტზე მუშაობის პროცესში არ იყო წინააღმდეგობა, იყო საინტერესო თავგადასავლები. 4) როგორ წარიმართა ორი ხელოვანი ადამიანის კოლაბორაციული სამუშაო პროცესი?

ძალიან საინტერესოა ჩვენი კოლაბორაცია - დიზაინერისა და ხელოვანი რესტორატორის - პრაქტიკული და ესთეტიური ხაზი ერთიანდება და იქმნება ერთი სივრცე, რომელიც ჰყვება ისტორიას. ზურამ ყოველთვის იცის რა უნდა, მე კი ვხვდები როგორ შევქმნა ის, რაც მას უნდა და სჭირდება. ასე შეიფუთა ყველა იდეა კონცეპტუალურად სწორად და დავდეთ საინტერესო შედეგი.

5) გქონდათ თუ არა განსხვავებული ხედვები და როგორ აღწევდით შეთანხმებას? გთხოვთ, გაიხსენოთ მსგავსი შემთხვევა.

განსხვავებული ხედვები მხოლოდ ერთეულ შემთხვევაში გვქონდა, რადგან ზურა მენდობა, როგორც დიზაინერს და ყოველთვის იცის, რომ შედეგი საინტერესო იქნება. მეც მაქსიმალურად ვცდილობ გავითვალისწინო მისი ხედვა, რადგან რეატორანს სხვა სპეციფიკა აქვს და ზურა ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სფეროში. თუმცა იყო ერთი შემთხვევა, როცა დამონტაჟებული კარადა მოვახსნევინე დიდი ბრძოლის შედეგად (იცინის). 6) თინათინ, შეაღე ზალას რესტორნის კარი და რა აღმოჩნდა მთავარი ინსპირაციის წყარო?

კარი შევაღე . . . სუნთქვა შემეკრა . . . დროში დავიკარგე . . . ჩემი ვერის სახლი დავინახე, თავისი გაპრანჭული არისტოკრატი სტუმრებით, ბავშვობის მოგონებები წამოიშალა და ძალიან მომინდა შემექმნა ის ჯადოსნური გარემო, დიდი ბებიის ხავერდის ალბომთან რომ ასოცირდება. მომინდა შემექმნა გარემო, გაჟღენთილი ძველი ვერის უბნის სახლის მისტიკით. აქაც დაემთხვა ზურას და ჩემი ხედვა და შევქმენით ეპოქალური რესტორანი, სადაც თითოეული სტუმარი ზუსტად გრძნობს იმ მუხტს, რაც ამ პროექტში ჩავდეთ. 7) თინათინ, როგორც ვიცით ზალა რესტორანში მარანი ახალი აღმოჩენილია, ვფიქრობ, ეს ფაქტი კიდევ უფრო საინტერესოს გახდიდა სამუშაო პროცესს. გვიამბეთ, შეცვალა თუ არა ამ ფაქტმა თქვენი გეგმები?

მარანის აღმოჩენა, რა თქმა უნდა, საინტერესო და დამაინტრიგებელი ფაქტია. თუმცა ჩვენი მარანი არის ძველი თბილისური მარანი, იგივე კონცეფციის, რაც ზოგადად ზალა რესტორანი - იქ სადაც იკრიბებოდა თბილისის „ნაღები“ საზოგადოება.

8. დღეს, როცა ზალა რესტორანს სტუმრობთ, რას გრძნობთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები.

ზალა რესტორანი ჩემი სახლია და ზუსტად ვიცი ბევრისთვის გახდება “სახლი”, სადაც დრო არ არის განზომილება - არის მხოლოდ ისტორია , რომელიც აცოცხლებს თბილ ემოციებს.




ზურაბ ბაქრაძე

ზურა, დაემთხვა თუ არა შენი თავდაპირველი ხედვები და გეგმები თინათინის მიერ შესრულებულ სამუშაოს?

აღსანიშნავია ის, რომ ჩემი და თინათინის მეგობრობა ათწლეულს ითვლის, შესაბამისად ჩვენი ხედვები ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე ყოველთვის ემთხვევა. ზალა რესტორნის შემთხვევაშიც სრულიად დაემთხვა, რადგან ჩემი სურვილი იყო შექმნილიყო სალონური ტიპის რესტორანი, სადაც ადამიანი მოწყდებოდა ყოველდღიურობას და თავს იგრძნობდა განსაკუთრებულ სამყაროში, განსხვავებულ გარემოში. თინათინმა ამ ყველაფერს ხორცი შეასხა და ხილულად აქცია. თინათინს ეკუთვნის არა მხოლოდ ზალა რესტორნის ინტერიერის დიზაინის იდეა, არამედ თითოეული დეტალი არის მისი ხელით შესრულებული. თინათინი არის ხელოვანი ადამიანი, მე მას მხოლოდ კონცეფცია ავუხსენი და შემდეგ მივეცი მოქმედების სრული თავისუფლება, რომ გაეცოცხლებინა კონკრეტული ეპოქა. რის შედეგადაც თინათინმა დადო პროდუქტი, რომელიც ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია.

ზურა, რა პრინციპით აგრძელებს განახლებული ზალა რესტორანი თქვენი ხელმძღვანელობით ფუნქციონირებას?

ზალა რესტორანი ბაზარზე არსებობს 2017 წლიდან, თუმცა მისი რებრენდინგი 2020 წლის დასაწყისში დავიწყეთ. ზალამ განიცადა ცვლილება, როგორც ინტერიერის მიმართულებით, ასევე კონცეპტუალურ ნაწილში. ჩვენ შემთხვევაში ზალა რესტორანი გადაიქცა სალონური ტიპის მაღალი კლასის რესტორნად, შეიქმნა საუკეთესო ადგილი შეხვედრებისთვის, ლანჩისთვის, სასიამოვნო ვახშმისთვის მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად.

ზალას სარდაფში აღმოჩენილმა მარანმა რესტორანს განსაკუთრებული მნიშვნელობა შემატა ქართული ტრადიციული ღვინის კუთხით. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მცირე მეწარმეების ლიმიტირებულ ღვინოებზე და წარმოდგენილი ღვინის ასორტიმენტი გვაძლევს საშუალებას, ჩვენს სტუმრებს დეგუსტაციისა და დაგემოვნებისთვის მდიდარი არჩევანი შევთავაზოთ. ჩვენს ეპოქალურ მარანს აქვს ღვინის ბუტიკის ფუნქციაც, ჩვენთან მოსულ სტუმრებს გარდა დაგემოვნებისა, შესაძლებლობა აქვთ თან წაიღონ მათთვის სასურველი ღვინო, არასარესტორნო ფასში.

ზალა რესტორნის სივრცეში მოხვედრისას თითოეულ სტუმარს აქვს ფუფუნება, რომ იმოგზაუროს კონკრეტულ ეპოქაში და ცოცხალი მუსიკის თანხლებით სასიამოვნოდ გაატაროს დრო.

გასაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ჩვენი უმაღლესი დონის სერვისზე. ვთვლი, რომ წარმატებას ვაღწევთ აქტიური კომუნიკაციის პრინციპის დაცვით. ჩვენი სერვისის დევიზია - სიძველის სიახლე!

— რა არის თქვენთვის ზალა რესტორანი?

ზალა რესტორანი, ეს არის ეპოქის გაცოცხლება, ძველი სახლი ვერაზე - მდიდარი ისტორიითა და საინტერესო ამბებით!



85 views0 comments

Comments


bottom of page